გვერდები

გარნისის ბრძოლა 1225

გარნისის ბრძოლა 1225 — ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ჯალადედინის მოწოდებას — დამდგარიყვნენ მისი დროშის ქვეშ, ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალადედინი დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველთა ლაშქარი, რომლის მთავარსარდლადაც რუსუდან მეფემ ათაბაგი ივანე I მხარგრძელი დანიშნა, მტერს სომხეთში, გარნისის მიდამოებში მიეგება.

მეომართა რაოდენობები[რედაქტირება]

რუსუდანის ბრძანებით, ქვეყნის ყველა კუთხეში ჯარის შესაკრებად გაიგზავნა მალემსრბოლი. ამ პერიოდში საქართველოს შეეძლო გამოეყვანა 80-90 ათასი მეომარი, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველებს გარკვეული რესურსი დაუტოვებიათ და 60-70 ათასამდე მეომარი გამოუყვანიათ.
ჯალალედინის არმია გაცილებით მრაალრიცხვოვანი იყო. ჟამთააღმწერლის თქმით, ხვარაზმშაჰს 140 ათასი მეომარი დაუძრავს საქართველოს წინააღმდეგ. სომეხი მემატიანეების თქმით, მუსლიმური კოალიცია 200 ათას მეომარს ითვლიდა. რამდენად შეეძლო ხვარაზმიდან დევნილ შაჰს თუნდაც 140 ათასიანი არმიის მობილიზება საკამათოა, თუმცა ის აკონტროლებად ირანის მნიშვნელოვან ნაწილს. ამასთანავე საქართველოს წინააღმდეგ ჯალალედინის მიერ გამოცხადებული საღვთო ომში მონაწილეობდნენ ერაყის მუსლიმებიც.

განლაგებები[რედაქტირება]

ქართველთა ავანგარდს შეადგენდა მესხთა ლაშქარი თორელებისშალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით. საქართველოს ლაშქარი გორაკზე იყო განლაგებული, მტრის ჯარს კი დაბლობი ეკავა.
ჯალალედინის ცენტრს მხედრობა ქმნიდა, მარცხენა ფრთას სულთნის ძმა ღიას ედ–დინი სარდლობდა. მარჯვენა ფლანგზე ჯალალედინმა მშვილდოსნები განალაგა.

ბრძოლა[რედაქტირება]

ბრძოლა დაიწყო მტრის მარცხენა ფრთის შეტევით ქართველთა ავანგარდზე. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მალე მტრის მთავარი ძალებიც ჩაებნენ. ამასობაში ივანე და შალვამ ქართველთა არმიის სარდალს ივანე ათაბაგს რამდენჯერმე გაუგზავნეს შუამავალი, ართა ქართული არმიის ძირითადი ძალები მტრის წინააღმდეგ დაეძრა, მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. გარნისის მაღლობზე საქართველოს არმიის სამხედრო ძალები გაუნძრევლად იდგნენ. ძირითადი ძალების დახმარებას მოკლებული ქართველთა მცირერიცხოვანი ავანგარდი იძულებული გახდა უკან დაეხია. შალვა ახალციხელი მტერმა ტყვედ ჩაიგდო, მთებს შეხიზნული ივანე კი კლდიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ივანე ათაბაგმა გაქცევით დააღწია თავი დატყვევებას და ბიჯნისის ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.
გარნისთან დამარცხების მიზეზი იყო სამეფო ხელისუფლების დასუსტება და დიდმოხელე ფეოდალთა შორის შურისა და მტრობის გაძლიერება. ამ მარცხით დაიწყო საქართველოს პოლიტიკური ძლიერების დაცემა.

შედეგები[რედაქტირება]

ჯალალედინმა დვინი აიღო და თბილისისაკენ დაიძრა. ამ დროს მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს დატყვევებული შალვა ახალციხელი, რომელიც მტრის ბანაკიდან წერილებს აგზავნიდა და ქართველებს მტრის გეგმებს ატყობინებდა. რუსუდანმადედაქალაქი მიატოვა და ქუთაისში გადავიდა. თბილისის დაცვა კი ბოცო და მემნა ბოცოსძეებს დაავალა. 1226 წელს შინაგამცემლობის შედეგად ჯალალედინმა თბილისიც აიღო, რომელიც გამარჯვებულმა მეომრება ააოხრეს. ამავე პერიოდში მოხდა 100 ათასი მოწამის გაჟლეტაც.

No comments:

Post a Comment