გვერდები

დანღისის ბრძოლა



დანღისის ბრძოლა მოხდა 1750 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა დადაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის, და ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა.

ისტორია[რედაქტირება]

დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზახს და შემდეგ მდ. იორზე ჩამოდგა. ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის წინამძღოლობით მტერს გამოსასვლელი გზები შეუკრა. მოწინააღმდეგე მდ. იორს დაჰყვა და დანღისს, იორ-ალაზნის შესაყართან დადგა. ქართველები მტერს წამოეწივნენ და სასტიკი ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს. თვით ერეკლე II მოწინავე ჯარში იბრძოდა და დაღესტნელტა გადარჩენილმა ნაწილმა ფლატიან გორას შეაფარა თავი, მაგრამ ფლატე მოსკდა და ლტოლვილნიც დაიღუპნენ. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და ნადავლი.
დანღისის ბრძოლის შემდეგ დაღესტნელმა ფეოდალები კარგა ხანს ვეღარ ბედავდნენ საქართველოში ლაშქრობას, მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმები დათარეშობდნენ ქურდულად.

No comments:

Post a Comment