გვერდები

ნიახურის ბრძოლა


ნიახურის ბრძოლა — რუსებისა და ქართველების გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა ავარიის მფლობელის ომარ-ხანისლაშქრის წინააღმდეგ 1800 წლის 7 ნოემბერს. საისტორიო ლიტერატურაში ზოგჯერ კაკაბეთის ბრძოლის სახელითაც იხსენიება.
დაღესტნელ ფეოდალთა ეს ლაშქრობა დაკავშირებული იყო ირანის გამგებლის ბაბა-ხანის სამხედრო აქციასთან. ბაბა-ხანიალექსანდრე ბატონიშვილთან (ერეკლე II-ის ძე) ერთად ცდილობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას რუსეთისაგან. გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს თბილისისათვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ, მაგრამ შინაარეულობამირანში და შაჰის ახალმა პოლიტიკურმა მოსაზრებამ ხელი შეუშალა ამ გეგმის განხორციელებას: საქართველოს საზღვართან დაბანაკებული სპარსელთა ლაშქარი, რომელსაც ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრე აბას-მირზა მეთაურობდა, აიყარა და ირანს დაბრუნდა. დასახული მიზნის შესრულება ძირითადად მხოლოდ ომარ-ხანის 20 ათასიან ლაშქარს დაეკისრა. კახეთში, სადაც მოსალოდნელი იყო დაღესტნელთა შემოსევა, ჩამოყალიბდა ქიზიყელ მოხალისეთა რაზმი, რომელსაც იოანე და ბაგრატ ბატონიშვილები მეთაურობდნენ, ხოლო თბილისიდან მათ დასახმარებლად გაემართა რუსთა ორი ბატალიონი გენერლებისივანე ლაზარევისა და ვასილი გულიაკოვის წინამძღოლობით. ნიახურის ბრძოლა გაიმართა მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ კაკაბეთის მახლობლად, ნიახურის მინდორზე. ბრძოლა დაღესტნელთა ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. დაჭრილმა ომარ-ხანმა ორასიოდე მხედრითურთ ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა.

No comments:

Post a Comment