გვერდები

სათანჯოს ციხე

სათანჯოს ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდელი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯთანსათანჯოს მთის უკიდურეს მაღლობზე. ნანგრევებიღაა მოღწეული. აგებულია VIII-X საუკუნეებში. სათანჯოს ციხე ზღვიდან კარგად მოჩანდა, ამიტომ ორიენტირადაც იყენებდნენ. ზოგი მკვლევარი შეცდომით აქ XIII-XV საუკუნეებში გენუელთა სავაჭრო კოლონიის არსებობას ვარაუდობდა.
ტერიტორია, რომელზეც დგას ეს ციხესიმაგრე, ეკუთვნის გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას. საზღვარი დიხაზურგასა და ჭუბურხინჯს შორის დადგენილი იყო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში. ეს საზღვარი გადის სათანჯოს მთის ჩრდილოეთის კალთაზე (მთელ სიგრძეზე გავლებულ თხრილში ჩაყრილი ნახშირის სახით).

No comments:

Post a Comment