გვერდები

არადეთის ბრძოლა


არადეთის ბრძოლა 1483, შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი ფეოდალურ საქართველოში. აგვისტოში სამცხისათაბაგი ყვარყვარე II ჯაყელი, რომელიც აღარ ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას, არეშის (ახლა აზერბაიჯანშია) დარბევის შემდეგ ქართლის გზით ბრუნდებოდა სამცხეში.
სოფ. არადეთთან მას გზა გადაუღობა ქართლის ფეოდალთა ლაშქარმა და ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის მორჩილება მოსთხოვა. ბრძოლა კონსტანტინე II-ის მომხრეთა დამარცხებით დამთავრდა. ამ მარცხმა კიდევ უფრო დაასუსტა სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დასავლეთ საქართველოს ფეოდალურმა წრეებმა, გაამეფეს იქ ალექსანდრე II და იმერეთიდამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს. ამგვარად არადეთის ბრძოლამ ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესს.

No comments:

Post a Comment