გვერდები

ყვარლის ბრძოლა


ყვარლის ბრძოლა (1755), საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი და ჭარ-ბელაქანი დარაზმა. მიიმხრო შამხალის სამფლობელო, ყაზიყუმუხის ხანი და 20 ათასიანი ( ზოგი მონაცემით 30 ათასი) ლაშქრით კახეთს შეესია. იგი ყვარლის ციხე-გალავანს შემოადგა, სადაც ალაზნის გაღმამხრის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო შეხიზნული.მამა–შვილმა, ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ და კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ჯარის სიმცირის გამო მტერთან შებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. ერეკლე II-მ ციხეში მაშველი რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა. 206 მეომარი ღამით ქიზიყიდან გავიდა, მდ. ალაზანი გადალახა, მიეპარა ლეკთა ყარაულებს და ხმლით გაიკაფა გზა ციხისაკენ. რაზმმა ციხეში დიდძალი თოფის წამალი შეიტანა. მეციხოვნეებმა მოახერხეს დაეწვათ ლეკთა საფრები ციხის გარშემო. ამავე დროს ერეკლე II-მ ჯარი გაგზავნა ჭარის დასარბევად. ჭარელები ციხეს მოსცილდნენ და ცოლ-შვილის მისაშველებლად თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. მათ გაჰყვა კაკის სულთანი და დაღესტნის სურხაი-ხანი, 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგი და შამხალიც გაეცალნენ ყვარლის ციხეს. საქართველოს აოხრების გეგმა ჩაიშალა.ყვარლის ციხის დაცვას საქართველოს მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, თუ მტერი გაიმარჯვებდა და ციხე დაეცემოდა – ალაზნის გაღმა მხარე მტერს დარჩებოდა,მერე მთელი კახეთის დაპყრობაც არ იყო ძნელი. დასუსტებულ ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ნურსალ–ბეგი, ოსმალთა მეშვეობით დასავლეთ საქართველოშიც გაიოლდებოდა თარეში და ქვეყნის მომავალიც დასაღუპად იყო განწირული.

No comments:

Post a Comment