გვერდები

აღაიანის ბრძოლა

აღაიანის ბრძოლა 1625, ბრძოლა ირანის და კახეთის სამეფოს ლაშქრებს შორის. ადრე გაზაფხულზე შაჰ-აბას I-მა ყარჩიხა-ხანის სარდლობით საქართველოში გამოგზავნა ირანის დიდი ლაშქარი, რომელიც სოფ. აღაიანთან დაბანაკდა. ირანელთა მიზანი იყო კახელების გაწყვეტა და ქართლელების ირანში გადასახლება. ყარჩიხა-ხანმა კახეთის თავად-აზნაურთა რჩეული ლაშქარი თავისთან დაიბარა თითქოსდა შაჰის საჩუქრების გადასაცემად. კახელები "საჩუქრებისათვის" კარვებში შეჰყავდათ და თავებს ჰკვეთდნენ. 400-მდე კაცის მოკვლის შემდეგ ყიზილბაშთა მუხანათობა გამომჟღავნდა. კახელებმა ბრძოლით გაიკაფეს გზა კახეთისაკენ. ქართლ-კახეთი ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყების სამზადისს შეუდგა.

No comments:

Post a Comment