გვერდები

ქვიშხეთის ბრძოლა


ქვიშხეთის ბრძოლა 1260 — ბრძოლა ქართველებსა და მონღოლებს შორის ქვიშხეთისა და ახალდაბის მიდამოებში. ჰულაგუ-ყაენმა დავით VI ნარინის აჯანყების ჩასაქრობად 20000-იანი ლაშქარი გამოგზავნა არღუნ-აღას სარდლობით. მონღოლებს დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გახიზნული დაუხვდათ. მაგრამ ახლა აჯანყებულ დავით VII ულუს წინააღმდეგ მოუხდათ ბრძოლა.
მეფე სამცხეში იყო გამაგრებული თავის მომხრე დიდებულებთან ერთად და ბრძოლისათვის ემზადებოდა. აჯანყებულ ქართველთა ლაშქარი მხოლოდ 8000 მეომრისაგან შედგებოდა. არღუნ-აღამ კი თბილისში შეიერთა ის ქართველი მთავრებიც, რომლებიც დავითს არ გაჰყვნენ. ქართველთა ლაშქარს სარგის ჯაყელი სარდლობდა. მან ჯარი ტაშისკარის ვიწროებიდან გაიყვანა და მტერს გაშლილ ადგილზე შეეგება (რაც სტრატეგიული თვალსაზრისით შეცდომა იყო). აჯანყებულებმა თავდაპირველად სძლიეს მტერს, მაგრამ შემდეგ გაშლილ ველზე ბრძოლას ვერ გაუძლეს. ქართველები დამარცხდნენ. მაგრამ მონღოლებმა აჯანყებული მეფე ხელთ ვერ ჩაიგდეს.

No comments:

Post a Comment