გვერდები

ბათუმის ციხე

ბათუმის ციხეთამარის ციხელოსორიონი, შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები ქ. ბათუმის გარეუბანში, მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირას.
ბიზანტიის წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ციხე ლოსორიონი (Losorion) ან ლისირისი (Lysiris), რომელიც აუგია იუსტინეს 542-562 წლებში ბიზანტია-სპარსეთის ომის დროს. შუა საუკუნეებში ბათუმის ციხე ადგილობრივი მნიშვნელობის რიგითი ციხე იყო. ოსმალთა ბატონობის ხანაში აქ თურქეთის გარნიზონი იდგა. საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ. ბათუმის ციხის თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმაში მართკუთხედის მოყვანილობის გალავანი და ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხის კოშკი. კედლები ნაგებია შერეული წყობით - თლილი ქვისა და აგურის ჰორიზონტალური რიგებით. არქოლოგიური შესწავლის (1963-1964) შედეგად დადგინდა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ ყოფილა ხის მორებით შემოზღუდული და თხრილებით გამაგრებული ტიპური კოლხური გორა-სამოსახლო. ანტიკურ ხანაში აქაური მოსახლეობა მისდევდა თევზჭერასა და ინტენსიურ სოფლის მეურნეობას. არქეოლოგიურ მასალებში გვხვდება, როგორც ადგილობრივი, ისე მცირე აზიისა და ეგეოსის სამყაროს ხელოსნური ცენტრების ნაწარმი. აღმოჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა (მოჭიქული კერამიკა)

No comments:

Post a Comment