გვერდები

ცოტნე დადიანი


ცოტნე დადიანი (დ. ? - გ. დაახლოებით 1260) — საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XIII საუკუნის I ნახევარში. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭისერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. 1245 წელსმონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. გამოტეხის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში). ჟამთააღმწერლისცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლეების ხვედრი — ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს.[1][2]
1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. ამასთანავე აღინიშნება ცოტნე დადიანის ხსენების დღე — 30 ივლისი (ძვ. სტ.).[3] იგი მშობლებთან ერთად გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე.

No comments:

Post a Comment