გვერდები

ნასაკირალის ბრძოლა




ნასაკირალის ბრძოლა

ულიად რუსეთის ოქტომბრის პოლიტიკურმა გაფიცვამ საქართველოს გლეხობის რევოლუციური მოძრაობის შემდგომი აღმავლობა გამოიწვია. 16 ოქტომბერს გლეხთა რაზმები თავს დაესხნენ ჩოხატაურის პოლიციის საგუშაგოსა და საფოსტო განყოფილებას, ხელთ იგდეს დიდძალი საბრძოლო იარაღი, დააპატიმრეს ბოქაული.ოზურგეთის მაზრის უფროსმა ლაზაერნკომ 130-მდე კაზაკით დააწიოკა გლეხები და 20 ოქტომბერს უკან გაბრუნდა. წითელრაზმელებმა შეიმუშავეს კაზაკებთან ბრძოლის გეგმა. თავდასხმის ადგილად შეარჩიეს ნასაკირალის ფერდობი, რომელიც ჩოხატაურიდან ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. წითელრაზმელებმა გათხარეს სანგრები, ააგეს ბარიკადები, მოაწყვეს დაზვერვა. 20 ოქტომბერს ნასაკირალთან გაჩაღებული ბრძოლა მთელი ღამე გაგრძელდა. დილით ლაზარენკომ უკან დაიხია, გადაკვეთა მდინარე ბახვისწყალი და ნაცხავატევის მთას შეაფარა თავი. ოფიციალური ცნობით, გლეხებმა მოკლეს 10, დაჭრეს 14 კაზაკი და სტრაჟნიკი. მწყობრიდან გამოყვანილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. როცა ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, მთელი სამხედრო ძალებით ნასაკირალისკენ გაეშურა, შეუერთდა ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. დაბრუნებულებმა გადაწვეს სოფელი დვაბზუ.
ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ დათიკო შევარდნაძე (ასკანიდან), კიკია (იასონ) მამულაიშვილი (დვაბზუდან) სეფე ცინცაძე (ფარცხმადან), ილია მგელაძე (შემოქმედიდან), კირილე უჯმაჯურიძე, ფარნა ცქვიტინიძე, ერმილე ანდღულაძე, სევასტი სარიშვილი, ლეონტი მეგრელაძე, ალექსანდრე ერქომაიშვილი და სხვ. ბრძოლებში ასევე მონაწილეობდა გემ „პოტიომკინის“ ყოფილი მეზღვაური ფიოდოროვი.

შედეგები[რედაქტირება]

ნასაკირალის ბრძოლის ამბავი ფართოდ გავრცელდა ამიერკავკასიისა და რუსეთში. საპროტესტო მიტინგები გაიმართა ბაქოშითბილისშიერევანსა და სხვა ქალაქებში. მუშათა მასები მიესალმებოდნენ გურიის გლეხთა რევოლუციურ ბრძოლას და მტკიცედ მოითხოვდნენ ოზურგეთის მაზრიდან დამსჯელი რაზმებისა და კაზაკების გაყვანას. ნასაკირალის ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელო დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების მომზადებას.
ნასაკირალის შეტაკების ადგილას 1960 წლის 12 ნოემბერს გაიხსნა ობელისკი, ხოლო 1965 წლის 2 ნოემბერს ცხავათის მთაზე გაიხსნა მემორიალური მუზეუმი.

No comments:

Post a Comment