ბახტრიონის ბრძოლა 1659 — ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი. ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერითავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ სათავეში. კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავლებმა და ხევსურებმა.
ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე, სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.
ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება. ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა - თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს - თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.
კარგია <3
ReplyDeleteფაქ
ReplyDeleteუ