გვერდები

აგრის ბრძოლა



აგრის ბრძოლა 1751, ქართლ-კახეთის მხედრობის ბრძოლა ჭარ-ბელაქნისა და შაქის გაერთიანებულ ლაშქართან მდ. აგრისწყლის (აგრაჩაი, ალაზნის შენაკადი, ახლანდელი აზერბაიჯანი) მიდამოებში. 1751 წელის იანვარში თეიმურაზ II-მ დაერეკლე II-მ გაილაშქრეს დაღესტნელ მოთარეშეთა მთავარი პლაცდარმის - ჭარ-ბელაქნის ე. წ. უბატონო თემებისდასამორჩილებლად. ქართველთა ლაშქარს ახლდა ჰანჯელთა და საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანთა (ელები) რაზმებიც.
ქართველთა მოკავშირე იყო შაქის ხანი აჯი-ჩალაბიც, რომელიც შემდეგ ჭარელ ლეკებს მიემხრო. ლაშქრობის ბედი 11 თებერვლის ბრძოლამ გადაწყვიტა. ქართველთა მეწინავე ლაშქარმა (ქიზიყისა და სომხით-საბარათიანოს რაზმები) მტრის ცენტრი გაარღვია, მაგრამ დიდძალი ქვეითი ლაშქრით ჩასაფრებული აჯი-ჩალაბი მოულოდნელად დაესხა თავს ქართველთა მარცხენა ფრთას, რომელშიც ქსნისა და არაგვის საერისთავოების რაზმები შედიოდა. ქართველთა ლაშქრის მაჰმადიანური ნაწილი უბრძოლველად უკუიქცა. ქართველები დამარცხდნენ. ერეკლე II თავადმა პაპა ბებურიშვილმა და გლეხმა დავით ბოსტაშვილმა გადაარჩინეს განსაცდელს.

No comments:

Post a Comment