ძაფზე ჰკიდია - საფრთხეშია, განსაცდელშია, ბეწვზე ჰკიდია.
ძაღლად(აც) არ ჩააგდო - არაფრად ჩააგდო, დაამცირა, აბუჩად აიგდო.
ძაღლი გარეთ არ გაიგდება - ძალიან სიცივეა, ცუდი ამინდია.
ძაღლი პატრონს ვერა სცნობს - არეულობაა, უწესრიგობაა, უთავბოლობაა.
ძაღლის ფეხის გამობმა - ბევრი სიარული, წანწალი.
ძაღლის ყბის გამობმა - გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა.
ძე ხორციელი - ადამიანი, ადამიანის შვილი; ვინმე.
ძვალ-რბილში გაჯდომა - შესისხლხორცება, მტკიცე ჩვეულებად გადაქცევა.
ძირიანად მოთხრა / ძირფესვიანად მოთხრა - მოსპობა, განადგურება.
ძირის გამოთხრა - საფუძვლის გამოცლა, აღმოფხვრა, მოსპობა, განადგურება.
No comments:
Post a Comment