ციხე მდებარეობს „ციხისყელად" წოდებულ მთაზე. ის თავად მამუკა თავდგირიძეს ეკუთვნოდა, აქედა მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ2-ს შეადგენს. ციხესთან დგას საინფორმაციო დაფა.
No comments:
Post a Comment