გვერდები

ფარცხისის ბრძოლა


ფარცხისის ბრძოლა 1074, ბრძოლა განძის გამგებელს სარანგსა და საქართველოს მეფე გიორგი II-ს შორის. სელჩუკთა სულთანმა მალიქ-შაჰმა განძის აოხრებისა და ამირა ფადლონის დარტყმის შემდეგ განძის გამგებლობა სარანგს დააკისარა. მან 48 ათასი მხედარი დაუტოვა და დაავალა ქართლის დარბევა. სარანგმა მოიშველია დვინისა და დმანისის ამირები და ქართლს შეესია, გიორგი II-მ სწრაფად შეკრიბა ჯარი, მოკავშირედ გაიხადა კახთა მეფე აღსართან I, მტერს ფარცხისთან (ახლანდელითეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) შეება, დაამარცხა და გააქცია იგი. ფარცხისთან ქართველთა გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამით წახალისებულმა გიორგი II-მ, ისარგებლა რა ბიზანტიის იმპერიის დასუსრებით, გაილაშქრა და დაიბრუნა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალი (ციხე ანაკოფია და აგრეთვე კლარჯეთის,შავშეთისჯავახეთისა და არტაანის მრავალი ციხე).

No comments:

Post a Comment