გვერდები

აფორიზმები



იცოცხლეთ! - კაცი რომ ცხვირს დააცემინებს, ეტყვიან: „იცოცხლეთ!“
ეს ჩვეულება ძველად გავრცელებული იყო ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, საბერძნეთში, რომში და სხვაგან.
ლეგენდის მიხედვით, პრომეთემ თიხისაგან გააკეთა კაცის ქანდაკება და შთაბერა ნაწილი იმ ცეცხლისა, რომელიც ზევსს მოსტაცა. ქანდაკებამ ცხვირი დააცემინა და გაცოცხლდა. პრომეთემ უთხრა: „იცოცხლე!“ ამის შემდეგ ადამიანებიც წარმოთქვამდნენ ამ სიტყვას ცხვირის დაცემინებისას, როგორც დალოცვას.
ერთი გადმოცემით, საფრანგეთსა და შვეიცარიაში XV საუკუნეში გავრცელებული იყო ერთგვარი ავადმყოფობა, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შეამჩნიეს, რომ თუ ვინმე ცხვირს დააცემინებდა, არ კვდებოდა. ამიტომ ამბობდნენ ცხვირის დაცემინებისას „იცოცხლეო!“

იანუსი - ორპირი და ცბიერი კაცი
იანუსი რომში იყო დროის ღვთაება და ორი პირი-სახე ჰქონდა. მის ქანდაკებას დგამდნენ ქალაქისა და სახლის შესასვლელ-გასასვლელში. ამ სახელისაგან წარმოდგა წელიწადის პირველი თვის სახელწოდება. რადგან იანუსი ორპირიანად გამოისახებოდა, ორპირ, ე.ი. სიტყვის გამტეხ, ფლიდ ადამიანსაც მისი სახელი უწოდეს.

იუდა - მოღალატე, გამცემი
იუდა იყო ქრისტეს მოწაფეთაგანი. მან გასცა ქრისტე.

იუდას ამბორი - მუხანათური საქციელი, რომელიც გარეგნულად მეგობრული ფორმითაა შენიღბული
იუდამ იესო ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა (მათე 26, 48-49). იუდამ უთხრა ქრისტეს: „გიხაროდენ, მოძვარო!“ და ეამბორა მას. ეს იყო ნიშნანი, თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ.

No comments:

Post a Comment