გვერდები

კრწანისის ბრძოლა

კრწანისის ბრძოლა

ერეკლეს მიერ რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულებამ (ტრაქტატმა) ქვეყანა ვერ დაიცვა და უფრო აამხედრა მაჰმადიანური სახელმწიფოები, განსაკუთრებით ირანი. ირანის მაშინდელმა მეფემ ანუ შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა მრავალჯერ გამოუგზავნა ერეკლეს ელჩები. უთვლიდა, დაეხსენი რუსეთსო. ერეკლემ შაჰის შემონათვალს ყური არ ათხოვა.


აღა-მაჰმად-ხანი 35000 მეომრით შემოიჭრა საქართველოში. ერეკლემ თხოვნით მიმართა რუსეთს, მაგრამ მათ ერთი ჯარისკაციც არ გამოუგზავნეს. მან ნაუცბათევად დაიწყო ჯარის შეკრება და 5000 კაცამდე ძლივს შეაგროვა. აქედან 2000 მეომარი იმერეთიდან ჩამოვიდა, მცირეოდენი ჯარი კი საარაგვოდან, მთიელთაგან შედგენილი, მათ შორის სამასი არაგველი - სამასი თუში და ფშავ-ხევსური. მათ მხცოვან მეფეს შეჰფიცეს, ან გაემარჯვათ ან დახოცილიყვნენ...
ქართველებმა რამდენიმე შეტაკებაში უკუაქციეს მაჰმადიანები. აღა-მაჰმად-ხანმა გადაწყვიტა საქართველოს დატოვება, მაგრამ მოღალატეებმა შეატყობინეს, ერეკლეს მცირე ჯარი ჰყავს და მის დამარცხებას შეძლებო. მტერი მობრუნდა...
1795 წლის 11 სექტემბერს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლაში. ი. გოგებაშვილი ასე აღწერს "იერიში პირველად მტერმა მიიტანა ერეკლეს შვილ იოანეზე, რომლის ჯარს ეჭირა გზის პირად მაღლობი ადგილი, თბილისის სამხრეთით კრწანისის მინდვრების ვიწროებში. ბევრ მტერს უტირეს დედა ამ მოწინავე ქართველებმა, მაგრამ თვითონაც ბევრი დაჰკარგეს და ამის გამო უკან-უკან დაიწყეს წევა.სწორედ ამ დროს მტის ქართველნი გაექანენ ხმალამორებულნი სპარსელებისაკენ. შეუტიეს და დაუწყეს ჩეხა. სპარსელები შედგნენ და წინ ერთი ნაბიჯიც ვეღარ წამოდგეს. მოწინავე ჩვენს ჯარს ახლა მიეშველა მეფის ბრძანებით მაჩაბელი, თავისი ჯარით. ეს მაჩაბელი მამაცი მეომარიც იყო და ამასთან სახელოვანი მოლექსე-საზანდარიც. მან მხიარულად დაუკრა ჩონგური, ზედ გულის ასაძგერი ლექსები დაამრერა და საოცარი სისწრაფით მიესია სპარსელებს თავისი ჯარით მთის ქართველებთან ერთად. ქართველებმა გააპეს მტრის რაზმები. აქეთ-იქით გროვა-გროვა დააყენეს დახოცილი და დაჭრილი სპარსელებისა და გაექანენ შუა გულისაკენ, სადაც თვითონ შაჰის დაჭერასაც ლამობდნენ,მ მაგრამ სწორედ ამ დროს ქართველებს წინ გადაეღობა საუკეთესო ჯარი სპარსელებისა, რომელიც ამ დრომდე შაჰის კარავს უკან იდგა, ომში მონაწილეობას არ იღებდა და დასვენებული იყო.
”მე არ მახსოვს, რომ რომელიმე ჩემი მტერი ასეტი გმირობით შემბრძოლებოდესო,წარმოსთქვა შაჰმა, როდესაც დაინახა მიახლოებული ქართველნი, რომელნიც მუსრს ავლებდნენ მის ჯარსა."
სპარსელებს ახალ-ახალი ჯარი ემატებოდა, ქარტველებს კი ძალა ელეოდათ. სპარსელები თბილისს თანდათან უახლოვდებოდნენ. სარამოზე ისინი მიადგნენ თბილისის კედელს. ქართველებმა სამჯერ უკუაქციეს მტერი, გალავნიდან, მაგრამ სამჯერ განაახლა მან იერიში.
75 წლის მეფე ერეკლე ხმლით ხელში ლომივით იბრძოდა, მაგრამ შეიქმნა საშიშროება იმისა, რომ მტერს ტყვედ ჩაეგდო იგი. მეფის შვილიშვილმა, ერთგულთა მცირერიცხოვანი რაზმით მტრის რკალი ხმალდახმალ გაარღვია და მებრძოლი მებე ბრძოლის ცეცხლს გაარიდა.
აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი დაიპყრო...

კრწანისი
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის წითელი ყაყაჩო.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.
_ შემიშვით! _ ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ჭიხვინებს თათრის ცხენი...
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი.

გოდერძი ჩოხელი

No comments:

Post a Comment