ზეცის კარების გაღება - გულის წადილის ასრულება, ძლიერ გაბედნიერება
ზურგზე ბოლის ადენა - დამარცხება, განადგურება
ზურგის აწვა - გამწარება
ზურგის გამაგრება - დახმარება, შველა, მხარის დაჭერა; გაძლიერება
ზურგის მიცემა - დახმარება, შველა, მხარის დაჭერა
ზურგის შექცევა - უარყოფა, განდგომა, მიტოვება (ვისიმე, რისამე), ხელის აღება (ვინმეზე, რამეზე)
ზურგის ჩვენება - შეშინება და გაქცევა (ბრძოლის ველიდან, მოწინააღმდეგისაგან)
ზურგს უკან - ვინმესგან ფარულად, მალულად, არაპირდაპირ
ზღვაში წვეთი - ძალიან ცოტა (რამესთან შედარებით)
No comments:
Post a Comment