როკითის ბრძოლა
როკითის ბრძოლა — ბრძოლა 1684 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-სა და გურიის მთავრს გიორგი III გურიელს შორის. გიორგი III გურიელმა იმერეთის ტახტის დასაბრუნებლად კავშირი შეკრა ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ. გურიელს მიემხრნენ რაჭის ერისთავი შოშიტა III, ოდიშის ფაქტობრივი მმართველი გიორგი ლიპარტიანი, ჩიჯავაძეები, ლეჩხუმელი ფეოდალები და სხვები. ალექსანდრე IV-ს — პაატა აბაშიძე თავისი ქვეშევრდომი ზემოიმერლებით, მიქელაძეები და სხვები. ბრძოლა გაიმართა სოფელ როკითთან (ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი). გაიმარჯვა ალექსანდრე IV-მ. ბრძოლაში დაიღუპნენ თვითონ გურიელი და შოშიტა III. ტყვედ ჩავარდნილები გაყიდეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment