გვერდები

ნიგოითის ბრძოლა

ნიგოითის ბრძოლა 1854, (შუხუთფერდის ბრძოლა) ბრძოლა რუს-ქართველთა და თურქეთის ჯარებს შორის ყირიმის ომის(1853-1856) დროს. 1854 თურქებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდანანაკლიიდან და სოხუმიდან. თურქთა ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სოფ. ნიგოითთან ქუთაისისაკენ მიმავალ გზას იცავდა პოლკოვნიკი ნ. ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. მტრის 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი სოფელ შეკვეთილთან, ბრძოლით გადაკვეთა აკეთიმამათი და შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. თურქებთან იყო რენეგატი ჰასან-ბეგი თავდგირიძე. 27 მაისს ნ. ერისთავიმოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. თურქებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ. რუსთა რეგულარულმა ჯარმა და ქართველთა მილიციამ მტერს მძიმე მარცხი მიაყენა. ჰასან-ბეგი ბრძოლის ველზე დაეცა. ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში "ხასანბეგურა". თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგეს, ერისთავის რაზმმა - 600.
ნიგოეთის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ი. ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. მტერმა ქალაქი მიატოვა დამდ. ჩოლოქის მარცხენა მხარეს დაბანაკდა (იხ.: ჩოლოქის ბრძოლა 1854).

No comments:

Post a Comment