გვერდები

გოგორეთის ბრძოლა



გოგორეთის ბრძოლა 1841, ბრძოლა გურიის აჯანყებულ მოსახლეობასა და რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს შორის 1841 წ. 9 აგვისტოს, სოფ. გოგორეთისმიდამოებში, გურიის აჯანყების ნაწილი.
1841 წ. აგვისტოს პირველ რიცხვებში იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს სამხედრო საქმეთა გამგებელი პოლკოვნიკი ბრუსილოვი რეგულარული ჯარის ნაწილებით გურიაში ჩავიდა. ამბოხებულები აზნაურ აბესა ბოლქვაძის მეთაურობით ტყეში ჩასაფრდნენ. ვიწრო ტყიან გზაზე მიმავალ ბრუსილოვის ჯარს წინ კაპიტან გაბაევის (გაბაშვილი) ნაწილი მიუძღოდა. მიახლოებისთანავე გურულებმა ტყიდან ცეცხლი გახსნეს. ბრუსილოვმა ბრძოლაში მთელი თავისი ძალა ჩართო და საპასუხო ცეცხლით უპასუხა, თუმცა წინ წაწევა ვერ შეძლო. რუსეთის ჯარმა შეტაკებაში მოკლულთა და დაჭრილთა სახით 77 კაცი დაკარგა და უკან დაიხია. ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდა. 1841, ბრძოლა გურიის აჯანყებულ მოსახლეობასა და რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს შორის 1841 წ. 9 აგვისტოს, სოფ. გოგორეთისმიდამოებში, გურიის აჯანყების ნაწილი.
1841 წ. აგვისტოს პირველ რიცხვებში იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს სამხედრო საქმეთა გამგებელი პოლკოვნიკი ბრუსილოვი რეგულარული ჯარის ნაწილებით გურიაში ჩავიდა. ამბოხებულები აზნაურ აბესა ბოლქვაძის მეთაურობით ტყეში ჩასაფრდნენ. ვიწრო ტყიან გზაზე მიმავალ ბრუსილოვის ჯარს წინ კაპიტან გაბაევის (გაბაშვილი) ნაწილი მიუძღოდა. მიახლოებისთანავე გურულებმა ტყიდან ცეცხლი გახსნეს. ბრუსილოვმა ბრძოლაში მთელი თავისი ძალა ჩართო და საპასუხო ცეცხლით უპასუხა, თუმცა წინ წაწევა ვერ შეძლო. რუსეთის ჯარმა შეტაკებაში მოკლულთა და დაჭრილთა სახით 77 კაცი დაკარგა და უკან დაიხია. ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდა.

No comments:

Post a Comment