გვერდები

აჩაბეთის ბრძოლა

აჩაბეთის ბრძოლა 1744ქართლის აჯანყების (1742-1745) ეპიზოდი. 1742 წელს გივი ამილახვარი აჯანყდა ირანელების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგში ოსმალეთთან და ლეკებთან დაკავშირებამ მის აჯანყებას დაუკარგა პროგრესული ხასიათი.თეიმურაზ II და მისი ძე ერეკლე (შემდეგში ერეკლე II) გამოვიდნენ ამილახვრის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდასოფ. აჩაბეთთან. გივი ამილახვარს ეხმარებოდნენ თურქთა ჯარი უსუფ-ფაშას სარდლობით და ლეკები. თეიმურაზ II-ს კი - ირანელები. ერეკლე ბატონიშვილი თუშებისა და კახელების რაზმით მოულოდნელად დაეცა აჩაბეთის ციხეს და აიღო იგი, მაგრამ ამილახვარმა მოახერხა თეიმურაზ-ერეკლეს ბანაკისათვის ალყის შემორტყმა. ერეკლემ შეძლო ალყის დარღვევა, ზურგში მოექცა ამილახვრის ჯარს და დაამარცხა იგი.
აჩაბეთის ბრძოლის შედეგად განმტკიცდა თეიმურაზისა და ერეკლეს პოზიციები ქართლ-კახეთში.

No comments:

Post a Comment