გვერდები

აფორიზმები



ლაგამის ამოდება - შეზღუდვა, დამორჩიელბა, ალაგმვა, იძულებით გაჩერება; გაჩუმება, ხმის გაწყვეტა

ლაგამის მიშვება - თავისუფლად მოქმედების უფლების მიცემა, აღვირის მიშვება

ლაფში ამოსვრა (ვისიმე, რისამე) - შეურაცხყოფა, სახელის გატეხა, შერცხვენა (ვისიმე, რისამე), თავზე ლაფის დასხმა

ლელოს გატანა - გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება

ლეჩაქის დახურვა - შერცხვენა, თავის მოჭრა (იტყვიან მხდალობის ჩამდენ მამაკაცზე)

ლეჩაქის მოხდა - შერცხვენა, სახელის გატეხა, თავის მოჭრა (იტყვიან ქალზე)

No comments:

Post a Comment