რა თავში იხლის! - რაში გამოადგება! რაში სჭირდება!
რა წყალში გადავარდეს! - რა ქნას, როგორ მოიქცეს!
რა შუაშია! - ვალდებული, პასუხისმგებელი არ არის, (მისი) საქმე არაა, (მისი) ბრალი არ არის; (მისი) დამსახურება არ არის
რა ხელი აქვს! - რა უფლება აქვს! რა ესაქმება! რა მისი საქმეა!
რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს - მისი ნებასურვილის, მისი კარნახის მიხედვით მოქმედებს, განუსჯელად იმასვე იმეორებს, რასაც ეუბნებიან, დამოუკიდებლობა არ გააჩნია.
რეტის დასხმა - იგივე თავბრუს დასხმა - გაბრუება, დარეტიანება; ზედმეტად გატაცება, ზომიერების გრძნობის დაკარგვა.
რის ყოფით - ძლივსძლივობით, გაჭირვებით, წვალებით, ვაივაგლახით; ხმაურით.
რკინის უღელში შებმა (ვისიმე) - გაწამება, დატანჯვა (დიდი შრომით), დაჩაგვრა.
რძე არ შეშრობია პირზე - ძალიან პატარაა (ასაკით), ძალიან ახალგაზრდაა, ბავშვია.
რწყილს ატყავებს - უნდა ყველაფერში სარგებელი ნახოს.
რჯულამდის ჩაყოლა - ჩაცივება, არ მოშვება, ბოლომე გამორკვევა (რისამე).
No comments:
Post a Comment